დავით ტურაშვილი: ანა დოლიძე ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ პარლამენტს დაამშვენებდა
10-10-2020, 16:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩემი ღრმა რწმენით, ანა დოლიძე არა მხოლოდ ჩვენს პარლამენტს და ჩვენს საპარლამენტო ცხოვრებას, არამედ ნებისმიერი ქვეყნის, ნებისმიერ პარლამენტს დაამშვენებდა,” - განაცხადა მწერალმა დათო ტურაშვილმა დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანა დოლიძის საარჩევნო კამპანიის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

 

„ეს არის ადამიანი იმ ღირებულებების და თვისებების, რომელიც ძალიან მომწონს ადამიანში და განსაკუთრებით ქალში. ქალები რომ კაცებზე გაბედულები აღმოჩნდებიან ხოლმე ხშირად, ეს ბოლო წლებმაც დაადასტურა. მერამდენე წელია ანა დინების საწინააღმდეგოდ მიდის და ზოგჯერ სულ მარტო რჩება, მაგრამ მაინც არაფრის ეშინია. პარლამენტში ჩვენ ასეთი გონიერი, ჭკვიანი, განათლებული და პროფესიონალი ადამიანი გვჭირდება, რადგან ხშირად, როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში ბევრი სრულიად უღირსი ადამიანი ხვდება. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მერამდენე ხელისუფლება გამოვიცვალეთ, მერამდენედ გვიწევს პარლამენტის არჩევა, ჩვენდა სამწუხაროდ, რამდენჯერაც მოვინდომეთ, მაინც ვერ მოვახერხეთ, რომ აგვეცილებინა ძალიან სერიოზული პრობლემა. ძალიან ხშირად, ძალიან ბევრი უღირსი ადამიანი ხვდება პარლამენტში, ადამიანები, რომლებიც სრულიად დაშორებული არიან განათლებას, კულტურას, პასუხისმგებლობას, რაც მთავარია პატრიოტიზმს.

 

 

ჩემთვის ანა დოლიძე არის გადასარევი, კლასიკური მაგალითი ბრძოლისა უკეთესი სასამართლოსთვის. ის, რაც სახელმწიფოსგან გვინდა და ვერ ვეღირსეთ, არის დამოუკიდებელი სასამართლო. თუ დამოუკიდებელი სასამართლო გვექნება, მართლა გვექნება დამოუკიდებელი სახელმწიფო, გვექნება თანასწორობა, სამართლიანობა და თავისუფლება. ყველაფერი, რაზეც ვოცნებობთ. მე სხვა ადამიანი არ ვიცი, რომელიც ასე აქტიურად და ერთგულად იბრძვის ამ იდეისთვის. მისი დამსახურებაა, რომ წიგნიც კი დავწერე ქართული სასამართლოს ისტორიაზე,“ -  აღნიშნა დათო ტურაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი