თუქეთის მცდელობა კავკასიური ავანტიურისა (აზერბაიჯან-სომხეთის ომის პროვოცირება) რამდენიმე მიზანს ისახავს:
1. პოლიტიკური გავლენის გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში
2. ალტერნატიული ტრასების გადაკეტვა როგორც
(ა) ე.წ. ახალი აბრეშუმის გზისა (ერთ-ერთი ვარიანტის):
ჩინეთი-ირანი-სომხეთ-საქართველო და ა.შ ევროპისკენ,
ისე
(ბ) აზერბაიჯანის ნავთობის, ლიბიის, სირიისა და კვიპროსის სიახლოვეს აღმოჩენილი უზარმაზარი საბადოების გაერთიანების გზით ფაქტობრივად, საუდის არაბეთისა და რუსეთის მასშტაბის მწარმოებელ-ექსპორტიორად გადაქცევა, რასაც შემდგომ შუა აზიაზე კონტროლის გაძლიერების მცდელობა მოჰყვება.
3. თურქების უშუალო მონაწილეობა კონფლიქტში (გაუგებრობით გაპარული ფოტოები F-16-სა და თურქი სამხედრო პირის ფოტოსა, რომელიც სასწრაფოდ იქნა აღებული, მაგრამ ქსელში გავრცელება მოასწრო) და მისი მზაკვრული საქციელი სირიელი და ლიბიელი ე.წ. „ბოევიკების“ აზერბაიჯანში გადმოსროლისა (ამერიკელებმა რაოდენობაც კი დაასახელეს) სამხრეთ კავკასიის ცეცხლში გახვევის პერსპექტივით, აგრეთვე,
(ა) ამ ბოევიკების დაღესტანში გადასროლის პერსპექტივით (აზერბაიჯანიდან) და იქ სიტუაციის აფეთქების,
(ბ) შემდეგომ ვოლგისპირეთში მათი გადაყვანითა და იქ სიტუაციის აფეთქებით, - კ რ ა ხ ს განიცდის!
აშშ-მ, რუსეთმა და საფრანგეთმა მხარეებს დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტა მოთხოვეს...
4. აზერბაიჯანში შიდა კლანური დაპირიპირების გამძაფრება და ალიევის დადანაშაულება, რომ მას არ სურდა ყარაბახის პრობლემის ომის გზით გადაწყვეტა, ალიევს გადაადგმევინა ძალიან საშიში ნაბიჯი და აზერბაიჯანისთვის (პერსპექტივაში) ძალიან წამგებიანი ნაბიჯი, რადგან იგი თურქული მიზნის ინსტრუმენტად აქცია. ეს არ არის გონიერი პოლიტიკოსის საქციელი!
ამასთან,
5. ერდოღანის განცხადება „ერთი ხალხი-ორი სახელმწიფოს“ შესახებ (ანუ აზერბაიჯანი და თურქეთი), თუ ერდოღანის მზაკვრობა გაამართლებდა, პერსპექტივაში იგი არც აზერბაიჯანის დამოუკიდებლობას დატოვებდა ხელუხლებელს - ეს ნეო-ოსმანიზმის მიზანია, რომელსაც უფრთხიან მუსულმანურ სამყაროშიც კი!
(ა) ეს საფრთხე იგრძნობა შუა აზიაშიც!
6. საქართველოს ხელისუფლებას მართებს უფრო დაკვირვებული განცხადებების გაკეთება, რადგან აპრიორი სტრატეგიული პარტნიორები პოლიტიკაში არ არსებობენ და ეს ბავშვური განცხადება პრემიერისა აზერბაიჯანის თაობაზე პოლიტიკურად არის უმწიფარი!..
რაც ხდება - ღრმა გეოპოლიტიკაა და საქართველო არ შეიძლება იყოს თურქეთის ინტერესების თანხვედრილი პოლიტიკის ირიბად ხელშემწყობი!.
7. ქართველების (ე.წ. ექსპერტების) სინანული, რომ საქართველომ ვერავინ ნახა მხარდამჭერი, აზერბაჯანმა კი თურქეთი იპოვა, - მიუთითებს ქართველების მახინჯ ისტორიულ პოლიტიკურ აზროვნებაზე და ძალზე საშიშ თანამედროვე ტენდენციაზე, კვლავ ისე უგონოდ მოიქცენ, როგორც ადრე...
საქართველოს ჰყავს პარტნიორები, მაგრამ არ ყოფნის ჭკუა სწორად და ეფექტურად გამოიყენონ ეს პარტნიორობა...
ავტორი: ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე
წყარო: დემურ გიორხელიძის Facebook-ის გვერდი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.