არსებული მონაცემებით, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ხმები შემდეგნაირად ნაწილდება - გეგა გობეჯიშვილის გამოკლებით, 35 დელეგატიდან 17 ლევან კობიაშვილს და ამდენივე რევაზ არველაძეს უჭერს მხარს. მამუკა კვარაცხელიას კი, სავარაუდოდ, ხმას არავინ მისცემს. ამდენად, გადამწყვეტი სწორედ ამ წუთებამდე დაკავებული გეგა გობეჯიშვილის ხმა იქნება, რომელიც რევაზ არველაძის მხარდამჭერად მოიაზრება.
არჩევნებში გამარჯვებისთვის 18 ხმა საკმარისია. რევაზ არველაძის მხარდამჭერ დელეგატებს შორის მოიაზრებიან რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთისა და გურიის სამხარეო ფედერაციების დელეგატები, რომელთა დელეგატობის უფლების ჩამორთმევას საფეხბურთო კლუბები მოითხოვენ.
მათი თქმით, ამ ფედერაციების დელეგატებად დაინიშნენ კლუბების პრეზიდენტები, რაც ინტერესთა კონფლიქტია და დარღვევაა.
იმ შემთხვევაში, თუ ეს ორი ხმა გაუქმდება, რევაზ არველაძეს, როგორც კულუარებში საუბრობენ, ამ სავარაუდო მონაცემებით, 16 ხმა მოუგროვდება და უპირატესობა ლევან კობიაშვილის მხარეს იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.