საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე დაბა მესტიის ლაღამის უბნისა და უშგულის თემის სვანური კოშკების რეაბილიტაციის პროექტს გაეცნენ.
„ქართული ოცნების" ლიდერები პროექტირების სამუშაოების მიმდინარეობით დაინტერესდნენ და აღნიშნული კოშკების რეაბილიტაციის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
დაბა მესტიის ლაღამის უბნისა და უშგულის თემის სოფლებში არსებული სვანური კოშკების რეაბილიტაცია მალე დაიწყება. ფაქტობრივად დასრულებულია პროექტირების სამუშაოები, რის შემდეგაც გამოცხადდება მშენებლობის ტენდერი.
პროექტი ლაღამის უბნის სრულ ურბანულ განახლებას და უშგულის თემის სამი სოფლის სვანური კოშკების რეაბილიტაციას ითვალისწინებს; ასევე, შიდა ქუჩების, განათების, საინჟინრო კომუნიკაციების, პარკინგის მოწყობას.
პროექტის დასრულების შემდეგ გაჩნდება ახალი ტურისტული უბანი, რაც ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას. მათ ექნებათ საშუალება დაგეგმონ და განავითარონ მცირე ბიზნესი, გაჩნდება ახალი საოჯახო სასტუმროები და გააქტიურდება მრავალი ტიპის ეკონომიკური საქმიანობა.
„ქართული ოცნების" ლიდერებმა ცნობილი ქართველი ალპინისტის, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმიც დაათვალიერეს, რომელსაც პროექტის ფარგლებში ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.