ნიკა გვარამია ირწმუნება, რომ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ექსპერტის, ივერი მელაშვილის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიდი მღელვარებაა და უწყება „ინგრევა ფაქტობრივად“, დანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, გიგი გიგიაძის განცხადება კი იმას მოასწავებს, რომ „ეს არის ჩამოშლის დასაწყისი“.
„ეს არის ჩამოშლის დასაწყისი, ეს დომინოს ეფექტს გამოიწვევს და გამოიწვევს სამართლიანად. აი, ეს კაცი, მოქმედი ელჩი, გიგი გიგიაძე არის არა „ქოცების“ ელჩი, არამედ საქართველოს ელჩი. ის არის ამ ქვეყნის პატრიოტი და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე. საგარეო საქმეთა სამინისტროში დიდი ამბავია, ჩვენ ვიცით ზუსტად, ინგრევა ფაქტობრივად საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ მოვლენის გამო. ყველას მოვუწოდებ, რომ გამოდით და საჯაროდ ილაპარაკეთ იმიტომ, რომ შემდეგი იქნებით თქვენ და ეს, რასაც ახლა ამას უკეთებენ, ამ ხანდაზმულ, უმაღლესი კვალიფიკაციის, უწესიერეს და მაღალი რეპუტაციის კაცს, ხანდაზმული ადამიანია და არავინ არ იცის, ის ამას როგორ გადაიტანს, ეს არის ამ ქვეყნის მოქალაქის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, ასევე ამ ქვეყნის შიდა ინტერესების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, მართლმსაჯულების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული და შერცხვეს ბოლოს და ბოლოს საქართველოს სასამართლოს, პროკურატურაზე აღარა მაქვს ლაპარაკი, არ შერცხვება, რამის მაინც შერცხვეს, რამე წითელი ხაზი მაინც დაიტოვოს და ეს ასევე არის საერთაშორისო სერიოზული დაპირისპირების გამომწვევი გადაწყვეტილება. ეს არის აზერბაიჯანისთვის პარალელური საომარი მოქმედების გახსნა, ცივი ომის“, განაცხადა „მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ „ტვ პირველის“ ეთერში და დაამატა:
„ჩვენ ხომ ფარცხალაძის სარდაფში ვცხოვრობთ მეგობრებო. ამ ქვეყანაში აწამებენ კიდევაც, არა მარტო იჭერენ, აწამებენ და აშიშვლებენ ადამიანებს, საკუთარ ყოფილ მინისტრებს მათ შორის. ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ეს არის ფარცხალაძის სარდაფი, ჩვენ მართლმსაჯულების მიღმა ვართ“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.