ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ გასულ წელს დავით გარეჯის თემის გააქტიურება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან შემთხვევითი ამბავი არ არის. აღნიშნულის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა და იმედი გამოხატა, რომ ახალი ხელისუფლება პრეზიდენტს იმპიჩმენტს მოუწყობს.
„იმ ქალმა საერთოდ აწია ეს კონფლიქტური დამოკიდებულება, არსაიდან უცებ იქ გაჩნდა და საოცარი სისულელეები ილაპარაკა, პრეზიდენტმა. ოღონდ საქართველოს პრეზიდენტი პირველი რუსეთია, პირველი წარმომადგენელია რუსეთის. ამ ქალს სალომე ზურაბიშვილი კი არა, „ომი საქართველომ დაიწყო“ ჰქვია სინამდვილეში. მისი ნამდვილი სახელი არის, „ომი საქართველომ დაიწყო“. რა სალომე, რა ზურაბიშვილი, რა პრეზიდენტი. ეს არის რენეგატი, ნაძირალა ჩვეულებრივი, რომლის, იმედი მაქვს, იმპიჩმენტს მოახდენს ახალი ხელისუფლება“, განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.