[ვიდეო] ბიძინა ივანიშვილის მორიგი საჩუქარი თბილისს - კახა კალაძის განცხადებით, ივანიშვილმა წავკისისწყლის ხეობის გაყოლებაზე 3 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთზე, სადაც ადრე გავლა შეუძლებელი იყო, ინფრასტრუქტურა მთლიანად მოაწესრიგა
11-10-2020, 15:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა წავკისისწყლის ხეობის გაყოლებაზე 3 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთზე, სადაც ადრე გავლა შეუძლებელი იყო, ინფრასტრუქტურა მთლიანად მოაწესრიგა და ეს პროექტი „კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საჩუქარია“ დედაქალაქისთვის.

 


„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საჩუქარი ქალაქს ბიძინა ივანიშვილისაგან, მისი ოჯახისგან. ეს კონკრეტული პროექტი გაკეთებული არის წავკისისწყლის ხეობის გაყოლებაზე, დაახლოებით 3 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთი მთლიანად არის მოწესრიგებული როგორც ველომყვარებულებისთვის, ისე იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურთ განმარტოვება და ამ სილამაზეში დასვენება. ყველანაირად ინფრასტრუქტურა არის მოწესრიგებული, გამართული.

 

 

 


„დარწმუნებული ვარ, ბევრმა არც იცის ეს კონკრეტული ადგილი და დღეიდან გექნებათ შესაძლებლობა ისარგებლოთ ამ ადგილით. აქ უბრალოდ გავლა შეუძლებელი იყო, ისეთი ანტისანიტარია, ისეთი სიბინძურე, ისეთი მდგომარეობა იყო, მაგრამ დღეს არის მოწესრიგებული და კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს და ფონდ „ქართუს“ ამ მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის“, განაცხადა კალაძემ.

 


მან 3-კილომეტრიანი მონაკვეთი ველოსიპედით გაიარა და გზად მაყურებელს პროექტის შესახებ ესაუბრა.

 

 

თბილისის მერიის ცნობით, ბოტანიკური ბაღის ახალი სათავგადასავლო მარშრუტი აერთიანებს ველობილიკს და სხვა ტიპის ტურისტულ ინფრასტრუქტურას. პროექტის განხორცილება 2018 წლის თებერვალში დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში მარშრუტის მთელი პერიმეტრი გაიწმინდა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან; ლანდშაფტის სრული დაცვით მოეწყო სამ კილომეტრამდე საველოსიპედე გზა, საფეხმავლო ხიდები და კონსტრუქციები; ამავე სივრცეში დასრულდა კვების ობიექტისა და პარკინგის მშენებლობა, რომელიც მალე მოემსახურება ვიზიტორებს.

 

 

პროექტის ღირებულებამ დაახლოებით 10 მილიონი ლარი შეადგინა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი