შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ „ქვეყნისყლაპია ოლიგარქის“ გასტუმრების შემდეგ, პენსიონერებს გაუორმაგდებათ პენსია, დაერიცხებათ სტაჟის მიხედვით დაანგარიშებული მეცამეტე პენსია, ხოლო საპროცენტო ვალები მთლიანად გაუნულდებათ
11-10-2020, 15:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა პენსიონერებთან შეხევდრაზე განაცხადა, რომ 31 ოქტომბრიდან, „ქვეყნისყლაპია ოლიგარქის“ გასტუმრების შემდეგ, ისტორიული საპენსიო რეფორმა დაიწყება, რომლის მიხედვითაც პენსიონერებს გაუორმაგდებათ პენსია, ასევე, დაერიცხებათ სტაჟის მიხედვით დაანგარიშებული მეცამეტე პენსია, ხოლო საპროცენტო ვალები მთლიანად ანულირდება.

 


„ალბათ, დამეთანხმებით, რომ საქართველოს ყველა ხელისუფლება ერთმანეთზე უარესი გამოდგა პენსიონერთა მოტყუებაში. 31 ოქტომბრიდან ჩვენ დავიწყებთ ისტორიულ საპენსიო რეფორმას. პენსია არა მარტო გაორმაგდება, არამედ პენსიონრებს დაენიშნებათ მეცამეტე პენსია. მისი გაანგარიშება მოხდება სტაჟის მიხედვით, ხოლო საპროცენტო ვალები პენსიონერებზე იქნება მთლიანად განულებული. აი, ეს ისტორიული პერიოდი გველოდება ჩვენ წინ და იმისათვის, რომ ჩვენს პენსიონერებს ღიმილი დაუბრუნდეთ სახეზე, რომელიც ესოდენ უხდებათ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს. ეს მოხდება რამდენიმე კვირაში. მთავარია, გავისტუმროთ ეს ქვეყნისყლაპია ოლიგარქია პოლიტიკიდან“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი