ტყიბულში ერთი სკოლის 18 მოსწავლეს და 4 მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა
11-10-2020, 22:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტყიბულში კორონავირუსის 22 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთაგან 18 არასრულწლოვანია. ისინი ერთი სკოლის მოსწავლეები არიან. ოთხი ინფიცირებული კი ამავე სკოლის პედაგოგია.

 


ამ დროისთვის თვითიზოლაციაშია გადაყვანილი ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი 120-მდე ადამიანი. მუნიციპალიტეტში ტყიბულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ეპიდემიოლოგები მუშაობენ და გრძელდება კონტაქტების ძიება.

 

 

„ჩვენ ჯანდაცვის სამსახურთან, განათლების რესურსცენტრთან ერთად ვმუშაობთ კონტაქტების დადგენაზე. ჩართულია მთელი ჩვენი აქტივი. გავალთ საბოლოო კონტაქტებზე და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, დისტანცირებულზე გადავიდეს სწავლა თუ გავაგრძელოთ ჩვეულებრივ რეჟიმზე. ერთი სკოლიდან არიან, 18 მოსწავლე და ოთხი პედაგოგი. ჯერ ბოლომდე არ ვართ კონტაქტებზე გასული, 120 კონტაქტამდე გავედით უკვე. კიდევ გვაქვს დარჩენილი სამუშაო. დღეს და ხვალაც გაგრძელდება და მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას“, განაცხადა ტყიბულის მერმა, თემურ ჩუბინიძემ.

 


მისი განმარტებით, ჯერ უცნობია, ხვალიდან რა სახით განახლდება სკოლაში სასწავლო პროცესი. ჩუბინიძის თქმით, ეს დამოკიდებულია კონტაქტების საბოლოო გამოკვლევაზე.

 


„ჯერ თავს შევიკავებ პასუხისგან. იმ კლასებში, სადაც დადასტურდა, რა თქმა უნდა, დისტანციურზე გადავიყვანთ. დანარჩენებზე შედეგების მიხედვით განვსაზღვრავთ“, დასძინა ტყიბულის მერმა, როგორც ამას საქართველოს პირველი არხი იტყობინება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი