რატომ ქირქილებენ ოლიგარქები და რატომ ცდილობენ ბიზნესმენები პოლიტიკაში ყოფნას? იმიტომ, რომ პოლიტიკაში ყოფნისას იშოვნეს ის, რაც აქვთ და უფრო მეტი რომ იშოვნონ, პოლიტიკა სჭირდებათ „კრიშად“. მილიონერი რომ ხარ და ყველა ხელისუფლებაში მწვანე გაქვს ანთებული, რატომ არ იქირქილებ?!
აღნიშნულის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ვებგვერდი წერს და იმის მაგალითად, თუ როგორი სქემით მოქმედებდნენ სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნები ბიზნესების ხელში არაკანონიერი გზებით ჩასაგდებად და გასამდიდრებლად, „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს საარჩევნო სიის ოცეულის წარმომადგენელი, მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და სააკაშვილის პრეზიდენტობისას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული/გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი მოჰყავს.
„რა დაგვიჯდა ჩვენ, ხალხს ამათი გაშლილი ფრთები?
არცთუ ცოტა. მაგალითად ბატონი ჩოჩელის დიდ ავიაციაში (ბიზნესში) გადასვლა სულ რაღაც 20 მლნ დაგვიჯდა. როგორ? როგორ და მარტივად. როგორც საქართველოს პროკურატურის 2013 წლის დადგენილებაში წერია, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა შეძლო და მოახერხა:
დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება ( სახელმწიფო ქონების)
განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
მოკლედ კი ამბავი ისაა, რომ 2010 წელს მცხეთა- მთიანეთის გუბერნატორმა, ბატონმა ჩოჩელმა მოისურვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „რკინა-ბეტონის შპალის ქარხნის“ ხელში ჩაგდება, თან, რა თქმა უნდა, იაფად. გაურიგდა ეკონომიკის სამინისტროს მაღალჩინოსნებს, ქარხანა „ჩაწყობილ“ ტენდერზე იაფად იყიდა და ასევე „ჩაწყობით“ და გარიგებით ეპატია მის ახალ ქონებას „საქართველოს რკინიგზის“ ვალი 6 მლნ 278 ათასი ლარი. ამ გარიგებით სახელმწიფო ბიუჯეტი, ანუ ჩვენი ჯიბე 20 მლნ - ით აზარალა (19 მლნ 764 ათასი.) ცოტააა?! არ ვიცი. ბიძინას და მისი კარის მოპარულ მილიონებთან, შეიძლება ცოტაც იყოს, მაგრამ ჩვენი ცარიელი ჯიბისთვის ძალიან ბევრია.
ამის შემდეგ, ბატონმა ჩოჩელმა, ამ ქარხნიდან მიღებული მილიონები ხან აქეთ მიაწყო, ხან იქით დააწყო, ხან ძმისკენ, ხან - შვილისკენ და ამოგებული ფულით შექმნა „ზედაზენი“, „ბარამბო“ და „ბერტა“, ისე რომ ვალების და ვალდებულებების გადახდაზე უარი თქვა.
„აღნიშნული ქმედებებით ჩოჩელმა მოახდინა 49 მლნ 931 429 ლარის ოდენობის ფულადი თანხის ლეგალიზება“ - წერია იმავე დოკუმენტში, ანუ, ადამიანურ ენაზე - 50 მლნ ლარის უკანონო შემოსავლები დააკანონა.
ესეც ცოტაა?! ოლიგარქ ივანიშვილთან და მისი კარისკაცების დანაშაულობებთან შეიძლება ცოტაცაა, მაგრამ ისე, მძიმე დანაშაულია. შედეგი? მცირე ხმაურის შემდეგ, საქმე თაროზე შემოიდო. როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, ბატონი ჩოჩელი გაურიგდა „ქართულ ოცნებას“, გაუხსნეს დახურული საწარმოები და დღეს კვლავ ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადება, ხალხთან პირნათელი კაცის იერით და დამცინავი ქირქილით. არ გვაქვს დასაცინი?!“ - წერია „ლეიბორისტული პარტიის“ ვებგვერდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელსაც თან ერთვის ჩოჩელისადმი 2013 წელს პროკურორის მიერ წაყენებული ბრალდების დადგენილების ბმული: https://www.transparency.ge
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.