დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძრღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით შემზღუდველი ღონისძიებების დაწესება არ იგეგმება, არამედ საუბარია ე.წ. წერტილოვან შეზღუდვებზე.
„ხშირად კითხულობენ, შემზღუდველი ღონისძიებების მთელი ქვეყნის მასშტაბით ან სხვადასხვა რეგიონში დაწესების შესახებ, ამ საკითხზე რამდენჯერმე მოგახსენეთ მოსაზრება. ზოგადად გლობალური პოლიტიკაა, რომ განსხვავებით გაზაფხულისა, ახლა უკვე ძლიერ, ე.წ. ლოკდაუნებზე და ძლიერ, მკაცრ შემზღუდველ ღონისძიებებზე ნაკლებად მიდიან ქვეყნები. უფრო ე.წ. წერტილოვან შეზღუდვებზეა ლაპარაკი. მაგალითად, სკოლაში, როცა გვაქვს ინფიცირების შემთხვევები, არ იკეტება მთლიანად სკოლა, იკეტება თუ საჭიროა კლასი, ხდება ბავშვების თვითიზოლაციაში გადასვლა. თუ მასწავლებელს აქვს, შესაბამისად, ვისაც მასთან კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაში გადასვლა და დაკვირვება შემდგომ 12 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების. ანუ, ეპიდემიოლოგებთან შედარებით ირჩევა ეს საკითხი, თუ საჭიროა, სკოლა ან კლასი გადადის დისტანციურ სწავლებაზე. ასე იქნება იგივე ბაღებთან და სხვა დაწესებულებებთან მიმართებაში, რადგან პანდემია არ დასრულდება კიდევ კარგა ხანს და ვირუსთან ერთად თანაცხოვრებას უნდა მივეჩვიოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისში მასშტაბური შეზღუდვები არ იქნება.
„ჩვენი რეკომენდაცია, რაზეც შევთანხმდით არის ის, რომ დიდი, მასშტაბური შეზღუდვები არ იქნება თბილისში, იქნება მხოლოდ წერტილოვანი, ვთქვათ რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში“, – განაცხადა გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.