ნათელაშვილი „სახელგატეხილი“ ვანო მერაბიშვილის გააქტიურების წინააღმდეგია და სააკაშვილს ურჩევს, პარტიული სიიდან ამოიღოს მერაბიშვილის რეკომენდაციით ჩაწერილი „ოთხი ოლიგარქი - ჩოჩელი, ოქრიაშვილი, ნიკოლაიშვილი და ხაბულიანი“
12-10-2020, 14:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ზუგდიდის მაჟორიტარი კანდიდატის, გიგი უგულავას განცხადების კომენტირებისას, პარტნიორ „ნაციონალურ მოძრაობას“, ურჩია, რომ არ გაიკარონ ახლოს „სახელგატეხილი“ შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი.

 


იგი ასევე სააკაშვილს ურჩევს, პარტიული სიიდან ამოიღოს „ოთხი ოლიგარქი - ჩოჩელი, ოქრიაშვილი, ნიკოლაიშვილი და ხაბულიანი, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა შეაბრუნა შიგნით, რადგან შემდეგ უკვე აღებული ოთხი მანდატით მიიერთოს და ამით შექმნას კოალიციური მთავრობა ამ ეტაპზე“.

 


„ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს ოპოზიციის ერთიანობის და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ 31 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის სახსენებელი პოლიტიკურ რეალობაში არ დარჩეს. ცალკეული უთანხმოებები ოპოზიციურ სუბიექტებს შორის იყო, არის და იქნება. მე დეტალებში არ გავცნობივარ ბატონ უგულავას მიმართვას, თუმცა მეგობრული რჩევა შემიძლია მივცე პარტნიორ „ნაციონალურ მოძრაობას“, არ გაიკარონ ახლოს ვანო მერაბიშვილი, რომელმაც ერთხელ უკვე დაღუპა ეს პარტია, რადგან არ გადადგა გირგვლიანის საქმის შემდეგ. ასევე, მათ უნდა ამოიღონ სიიდან, ამას უკვე სააკაშვილის გასაგონად ვამბობ, ოთხი ოლიგარქი - ჩოჩელი, ოქრიაშვილი, ნიკოლაიშვილი და ხაბულიანი, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა შეაბრუნა შიგნით, რადგან შემდეგ უკვე აღებული ოთხი მანდატით მიიერთოს და ამით შექმნას კოალიციური მთავრობა ამ ეტაპზე. ეს მხოლოდ და მხოლოდ მეგობრული ტონით, არ ჩათვალონ სხვა ქვენაგრძნობები მაწუხებს. პრობლემები იმის გამო, რომ გააქტიურდა სახელგატეხილი შს მინისტრი და მისი რეკომენდაციით ბიძინა ივანიშვილის ოთხი ოლიგარქი ჩაეწერა „ნაცმოძრაობის“ გამსვლელ სიაში, ეს უკვე არის საფრთხე იმ დროისთვის, როდესაც ერთი ხმა გადაწყვეტს მომავალი კოალიციური მთავრობის ფორმირებას და ის ერთი ხმა შეიძლება ამ ჯგუფიდან იყოს“, განაცხადა ნათელაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი