თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელ მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევიდან 196 აჭარას, 178 თბილისს, 65 კი იმერეთს უკავშირდება. დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.
„გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში დადასტურდა 478 ახალი შემთხვევა, ცოტა შემცირდა. შესაბამისად, ამჟამად, ქვეყანაში სულ დაფიქსირებულია 12 272 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 50 პროცენტზე მეტია, დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 211 პაციენტი.
ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა გახლავთ აჭარაში -196 შემთხვევა, თბილისში – 178, იმერეთში – 65, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 13, ქვემო ქართლში – 15, შიდა ქართლში – ექვსი, გურიაში – ერთი, მცხეთა მთიანეთში – ოთხი“, – განაცხადა ენდელაძემ.
მარინა ენდელაძის განმარტებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 5 734 პაციენტიდან 50-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. აქედან, 31 ინვაზიურ მართვით სუნთქვაზე იმყოფება, 29 კი სიპაპრეჟიმზე. მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტებიდან რვა მათგანი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდანაა გადმოყვანილი, ერთი კი ცხინვალიდან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.