საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის ერთ-ერთ დელეგატი, გეგა გობეჯიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ 500 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა. გეგა გობეჯიშვილმა სასამართლოს დარბაზი უკვე დატოვა.
გობეჯიშვილი სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით დააკავეს, რაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას გულისხმობს.
როგორც ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა, დიმიტრი ბოკერიამ ჟურნალისტებს ამ წუთებში განუცხადა, მისთვის უცნობია მიიღებს თუ არა მონაწილეობას საარჩევნო ყრილობაში პატიმრობიდან რამდენიმე წუთის წინათ გათავისუფლებული გობეჯიშვილი.
ბოკერიას თქმით, მისთვის უცნობია გობეჯიშვილის მორალური და ფიზიკური მდგომარეობა, თუ რამდენად მზად არის, არჩევნებში ჩაერთოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.