ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით აშენებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობის მშენებლობა და აღჭურვა 2.5 მლნ ლარით დაფინანსდა. საბავშვო ბაღი 60 აღსაზრდელზეა გათვლილი.
ახალი ბაღის აშენებამდე ბავშვებს ადმინისტრაციულ შენობაში უწევდათ სიარული. შენობა არ შეესაბამებოდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისთვის საჭირო სტანდარტებს.
საბავშვო ბაღის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი დაჩი ბერაია, ფონდ „ქართუს“ წარმომადგენელი გიგი კობიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, მერი გოჩა ქაჯაია, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.
გარდა ამისა, ამ ეტაპზე ძველ ხიბულაში ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით 4 მლნ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები ხორციელდება. უკვე დასრულდა ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის რეაბილიტაცია და მიმდინარეობს სამუზეუმო ექსპონატებით მოწყობა.
ასევე, მიმდინარეობს ეკლესიის მშენებლობა, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ძველ ხიბულაში უკვე რეაბილიტირდა ცენტრალური გზა, დასრულდა სოფლის გაზიფიცირება, მიმდინარეობს ხიდის და სკვერის მშენებლობა, უახლოეს პერიოდში კი დაიწყება წყლის სისტემის მოწყობა და მოწესრიდგდება შიდა გზები.
ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.