ლაშა დარსალია სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
12-10-2020, 17:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2020 წლის 12 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაართან.
 


შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა გახლდათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი რთული მდგომარეობა, რაც პანდემიის პირობებში რუსეთის ფედერაციის მხრიდან გახშირებული პროვოკაციების ფონზე კიდევ უფრო გაუარესდა. ამ კონტექსტში მწვავედ დაისვა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის შეჩერების, ასევე სოხუმსა და ცხინვალში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი. ყურადღება გამახვილდა ახალგორისა და გალის რაიონებში არსებულ რთულ ჰუმანიტარულ სიტუაციაზე და აღინიშნა თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის აუცილებლობა. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომლებიც მიმართული იყო კორონავირუსის პანდემიის დროს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად. ლაშა დარსალიას თქმით, საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს აქტიურ ძალისხმევას, რათა ადგილობრივ მოსახლეობას შეუმსუბუქოს ოკუპაციის მძიმე ტვირთი.


 
მხარეებმა განიხილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დროულად განახლებისა და ფორმატის ეფექტიანად გამოყენების საკითხი. მინისტრის მოადგილემ შეშფოთება გამოხატა 6-7 ოქტომბერს დაგეგმილი 51-ე რაუნდის რუსეთის წარმომადგენელთა მიერ ჩაშლის გამო. ლაშა დარსალიამ პარტნიორებს თხოვნით მიმართა, რომ თანათავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციებმა - ევროკავშირმა, გაერო-მ და ეუთო-მ ქმედითი ზომები მიიღონ მოლაპარაკებების რაუნდის დეკემბერში გამართვის უზრუნველსაყოფად. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის საკვანძო საკითხებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობაზე. აქცენტი გაკეთდა ასევე გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების წინაპირობების გარეშე აღდგენის საჭიროებაზე.


 
მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს და მის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის და დასძინა, რომ ადგილზე გართულებული ვითარების ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად მაღალ დონეზე იდგას საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, ევროკავშირის დღის წესრიგში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი