მთავრობის ინიციატივითა და ჯანდაცვის სამინისტროს უშუალო მონაწილეობით, 25-30 ოქტომბრიდან საქართველო „რემდესივირს“ მიიღებს, – განუცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს.
ცერცვაძის თქმით, საქართველომ გამონახა გზები, რომ „რემდესივირი“ ქვეყანაში სწრაფად შემოსულიყო.
„მთავრობის ინიციატივითა და ჯანდაცვის სამინისტროს უშუალო მონაწილეობით განხორციელდა ახალი და დღეისთვის ყველაზე იმედისმომცემი მედიკამენტის, „რემდესივირის“ სწრაფი შემოტანა. ეს მედიკამენტი ფუფუნებაა, რადგან ჯერ მხოლოდ ამერიკას აქვს საშუალება, ჰქონდეს ეს მედიკამენტი. კიდევ რამდენიმე ქვეყანა არის შეძენის პროცესში. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ბრძანა, შემუშავებულია უკვე მექანიზმი, რომელიც იოლი არ იყო, რადგან ბევრი ქვეყანა დგას მედიკამენტის რიგში, ასევე ბევრი ბიუროკრატიული პროცედურაა გასავლელი. ზოგიერთ შემთხვევაში ორი თვე სჭირდება წამლის მოწოდებას, თუმცა აქ გამოინახა მექანიზმები, რომ 10-14 დღეში მოწოდება განხორციელდება და სადღაც, 25-30 ოქტომბრიდან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ კორონავირუსის მძიმე ან კრიტიკული ფორმა, სამკურნალოდ დაემატებათ „რემდესივირი“, ხოლო შედარებით შორეულ მომავალში ხელმისაწვდომი გახდება მონოკლონური ანტისხეულებიც“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.