ანა დოლიძემ პენსიონერთა უფლებების დასაცავად „ეროვნული ბანკის“ წინ სირცხვილის კორიდორი მოაწყო
13-10-2020, 13:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საქართველოში 754 165 ათასი პენსიონერიდან 400 ათასამდე ბებია და ბაბუა  „ლიბერთი ბანკის“ მოვალეა. „ეროვნული ბანკის“ და მისი პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის პასუხისმგებლობაა, არ მისცეს ბანკებს უფლება უკანასკნელი ლუკმაპური წაართვან ჩვენ მოხუცებს“ - აცხადებს ანა დოლიძე“.

 

 

დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა აქტივისტებთან და პენსიონერებთან ერთად ეროვნული ბანკის წინ სირცხვილის კორიდორი მოაწყო. ანა დოლიძის თქმით, სწორედ „ეროვნულმა ბანკმა“ უნდა დაარეგულიროს „ლიბერთი ბანკში“ პენსიონერთათვის განკუთვნილი მომსახურებები და სესხის პროცენტი.

 

 

დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარის, კობა გვენეტაძის მხრიდან სასწრაფო რეაგირებას ითხოვს.

 

 

„ეროვნულმა ბანკმა“ აბსოლუტურად სამარცხვინოდ, ჩვენი პენსიონერები, დევნილები და სოციალურად დაუცველები „ლიბერთი ბანკთან“ პირისპირ დატოვა. „ლიბერთი ბანკი“ მათ უზარმაზარ საპროცენტო განაკვეთს არიცხავს. ჩვენი პენსიონერების ნახევარი პენსიის უდიდეს ნაწილს ტოვებს სწორედ „ლიბერთი ბანკში“, ეს ბანკი არის მონოპოლისტი და ასეთ ვითარებაში ეროვნული „ბანკი საერთოდ“ არაფერს აკეთებს,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

 

 

კობა გვენეტაძე და ბანკის სხვა თანამშრომლები, სირცხვილის კორიდორის თავიდან აცილების მიზნით, შენობაში უკანა კარიდან შევიდნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი