კოსტავას ქუჩაზე, თბილისის ცირკის მიმდებარედ სკვერი მოეწყო. აღნიშნული ტერიტორია ადგილობრივ მოსახლეობას თვითნებურად ჰქონდა შემოსაზღვრული და ინფრასტრუქტურა სრულად ამორტიზებული იყო.
სამუშაოების შედეგად, ტერიტორიის დიდი ნაწილი საბავშვო ზონას დაეთმო - რეზინის ფილებიან მოედანზე სათამაშო ინვენტარი, მათ შორის ორდონიანი ატრაქციონი და საქანელა განთავსდა. სკვერში, ბილიკები და განათების ქსელი მოეწყო. ასევე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, დაირგო სხვადასხვა სახის ხე-მცენარე.
დასრულებული სამუშაო პროცესი მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ მოინახულა.
„აღნიშნულ ტერიტორიაზე მსგავსი დასასვენებელი სივრცე არასდროს ყოფილა. შესაბამისად, ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. გაუგებარი კონსტრუქციის მაგივრად, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი მოეწო. ჩვენი მიზანია, არცერთი უბანი დარჩეს მსგავსი სივრცის გარეშე და ყველა ბავშვმა სახლთან ახლოს შეძლოს გართობა“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.
ინფრასტრუქტურული პროექტი კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 126 120 ლარი გამოიყო.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.