საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის ერთ-ერთ დელეგატი გეგა გობეჯიშვილი არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად გობეჯიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მხარეებმა უეფა-ს რეკომენდაციით მიიღეს. როგორც გობეჯიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის მზად იყო არჩევნებში მონაწილეობა მიეღო და მხარი რევაზ არველაძისთვის დაეჭირა, თუმცა უეფა-ს რეკომენდაცია გაითვალისწინა.
"დიდ მადლობას გიხდით ყველას, ვინც ჩემს გვერდით იდგა და რომ არა თქვენი მხარდაჭერა, ბევრად უარესი რამ მოხდებოდა. მე აღარ ვარ დელეგატი. უეფამ გადაწყვიტა, რომ ჩემს მაგივარდ სხვა დელეგატი იქნება, შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად", აღნიშნა გეგა გობეჯიშვილმა.
პატიმრობიდან გათავისუფლებულმა გეგა გობეჯიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებდა და მხარს რევაზ არველაძეს დაუჭერდა.
გობეჯიშვილს დელეგატის სტატუსით, სავარაუდოდ, "ქომაგთა ლიგის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ პეტრიაშვილი შეცვლის.
გეგა გობეჯიშვილმა მისი დაკავების შესახებაც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ შესაძლო დაკავების თაობაზე ინფორმირებული მეგობრებისგან იყო.
„დაკავება მოხდა სადარბაზოში, როდესაც მოვდიოდი „ჰოლიდეი ინში“ დასარჩენად. ვიცოდი, რომ ეს ოპერაციები დაგეგმილი იყო და დილით უნდა მომხდარიყო დაკავება. გადავწყვიტე, რომ ღამით დავრჩენილიყავით აქ და დილით ჩამოვსულიყავით პირდაპირ ყრილობაზე. ხალხნო, არ დაივიწყოთ, რომ ისევ იმ დროში ვცხოვრობთ, ისევ გვისმენენ. ერთი კვირა არ გამოვსულვარ სახლიდან, იმიტომ რომ გაფრთხილებული ვიყავი ჩემი მეგობრების მხრიდან, ლევანის წრიდან, რომ ეს იგეგმებოდა ჩემს მიმართ“, - აღნიშნა გობეჯიშვილმა.
გობეჯიშვილის განცხადებით, ბევრი ადამიანი ეცადა, რომ მას პოზიცია შეეცვალა და რევაზ არველაძისთვის მხარი არ დაეჭირა, თუმცა ეს არ გამოუვიდათ. მისი თქმით, ასეთი ზეწოლა დაკავების შემდეგ, პოლიციაში არ ყოფილა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.