თენგიზ ცერცვაძე: გამოიკვეთა ტენდენცია, რომ კოვიდის დროს მოსალოდნელია სწრაფი დამძიმება
13-10-2020, 17:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სომხეთს, მოსახლეობით ჩვენზე ორჯერ პატარას, 1 100 გარდაცვლილი ჰყავს, ჩვენ, სომხეთზე ორჯერ დიდს, 98 გვყავს, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

„ცხრა გარდაცვლილისთვის სიტყვა „რეკორდული“ მაჩვენებელი არ არის რელევანტური. იყო რვა, არის ცხრა, ერთეულ მატებას აქვს ადგილი. გასაგებია, ეს ისეთი დაავადებაა, რომ სიკვდილიანობას თავიდან ვერ აიცილებ. სომხეთს, მოსახლეობით ჩვენზე ორჯერ პატარას, 1 100 გარდაცვლილი ჰყავს, ჩვენ, სომხეთზე ორჯერ დიდს, 98 გვყავს. დინამიკა იზრდება ერთი პაციენტით. ერთით მეტი, ერთით ნაკლები სტატისტიკურად სარწმუნო არ არის.

 

 

ყველაზე ახალგაზრდა გარდაცვლილის ასაკი არის 43 წელი. როგორი პაციენტები გამოიკვეთა, იცით? რომლებიც მძიმე პაციენტები არიან, წვანან კლინიკებში და დამატებით დაემართათ კოვიდი, ან ბინაზე იმყოფებოდნენ, გადატანილი ჰქონდათ გულის ოპერაცია, ინფარქტგადატანილები, ინსულტგადატანილები… გამოისახა ერთი ტენდენცია, რომ ისევ სჭარბობს ასაკოვანი, 70 წელს გადაცილებული ხალხი, მძიმე თანმხლები დაავადებებით, მაგრამ რაღაც პროცენტი, ჩვენი დათვლით, დაახლოებით 10 პროცენტი, არის 65 წელზე ქვემოთ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

ცერცვაძის თქმით, გამოიკვეთა ტენდენცია, რომლის თანახმად, მოსალოდნელია კოვიდინფიცირებული პაციენტების სწრაფად დამძიმება.

 

 

„გამოიკვეთა ტენდენცია, რომ კოვიდის დროს მოსალოდნელია სწრაფი დამძიმება და თუ არ იქნა მყისიერი რეაგირება, შეიძლება პაციენტი გარდაიცვალოს თრომბოემბოლური გართულებით, გულის გაჩერებით ან სხვა პათოლოგიით. ძირითადად ეს ორი ტენდენციაა, რაც პრინციპში არ განსხვავდება მთელი მსოფლიოსგან“, – განაცხადა მან.

 

 

ცერცვაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში იყო ერთეული შემთხვევები, როდესაც პაციენტი მხოლოდ კორონავირუსით გარდაიცვალა და მას მძიმე თანმხლები დაავადებები არ აღენიშნებოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი