ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინიციატივით, ახალდაკავებული პატიმრებისთვის ახალი სამედიცინო პროტოკოლი ამოქმედდა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ის ახალდაკავებული პირები, რომლებიც სავალდებულო 12-დღიან კარანტინს გაივლიან, როგორც სამოქალაქო სექტორის კლინიკის, ასევე სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში, პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანამდე, ან/და დანარჩენ კონტიგენტთან შერევამდე, „პისიარ“ ტესტირებას გაივლიან.
„მოცემული ცვლილება 12 ოქტომბერს ამოქმედდა და „პისიარ“ ტესტირება უკვე ჩაუტარდა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ახალშესახლებულ 71 ბრალდებულს, რომელთა პასუხები იყო უარყოფითი. პენიტენციურ სისტემაში დღემდე მოქმედი სამედიცინო პროტოკოლით, საეჭვო სიმპტომების ან ეპიდანამნეზის მქონე ყველა ახალდაკავებული ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან თავსდებოდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში ან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. საკარანტინო სივრცეში მოთავსებამდე, ასევე საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ ხდებოდა მოცემული პირების სწრაფი ტესტით შემოწმება და მხოლოდ ამის შემდეგ ხდებოდა მათი გადაყვანა ე.წ. მიმღებ პენიტენციურ დაწესებულებებში (N8 – გლდანის, N5 – ქალთა და N2 ქუთაისის), სადაც ასევე სპეციალურ საკარანტინო-საიზოლაციო სივრცეში თავსდებოდნენ. 12 ოქტომბრიდან კი როგორც სამოქალაქო კლინიკაში, ასევე მიმღები დაწესებულებების საკარანტინო სივრცეში განთავსებული პატიმრები 12-დღიანი საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ „პისიარ“ ტესტირებას გაივლიან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება დაწესებულების დანარჩენ კონტიგენტთან მათი შერევა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.