[ვიდეო] საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს
14-10-2020, 09:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

(GUARDIAN.GE) - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს აზერბაიჯანულენოვან საჯარო სკოლაში 15 სექტემბერს განახლებული სასწავლო პროცესი ამ დრომდე შეუფერხებლად მიმდინარეობს.

 

 

 


აღნიშნულის შესახებ GUARDIAN.GE-ის ლამბალოს საჯარო სკოლის დირექტორმა, დავით როსტომაშვილმა განუცხადა.

 

 

 

 


დირექტორის თქმით, 2016 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 4,5 მილიონ ლარად აშენებულ ახალ სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელს 1 300-მდე მოსწავლე ირიცხება.

 

 

 

დავით როსტომაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის და განათლების სამინისტროების მიერ პანდემიასთან დაკავშირებით შემუშავებული ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით მკაცრად სრულდება და ამ დრომდე სკოლაში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

 

 


„სკოლა, თავადაც უყურებთ, სრულად არის მოწესრიგებული და ყველა ის ნორმა მკაცრად არის დაცული, რაც განათლების და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ შემუშავდა პანდემიიდან გამომდინარე.

 

 

 

„სკოლაში განთავსებულია დეზობარიერები, ხდება მოსწავლეების, მასწავლებლების და ყველა თანამშრომლის თერმოსკრინინგი, შესვენებებზე მოსწავლეები კლასებში რჩებიან და მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში ტოვებენ საკლასო ოთახებს.

 

 

 

„მადლობა ღმერთს, ჩვენს სკოლაში, სადაც 1 300-მდე მოსწავლე სწავლობს და ორცვლიანი სწავლება მიმდინარეობს, დღემდე, ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. სასწავლო პროცესი ამ დრომდე შეუფერხებლად მიმდინარეობს“, განუცხადა GUARDIAN.GE-ის დავით როსტომაშვილმა.

 

 

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლის დირექტორი დავით როსტომაშვილი მანდატურებთან

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი