ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" რჩება, თუმცა ამ დრომდე არ გაკეთებულა ოფიციალური კომენტარი თუ რა სტატუსით იმყოფება იგი იქ, რადგან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მოწვეული სტუმრების სიაში კახა კალაძის გვარი არ არის შეტანილი და შესაბამისად, მას დასწრების უფლება არ აქვს.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან კობიაშვილის ამ თემაზე მოკლე კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, "ჰოლიდეი ინში" დღევანდელი არჩევნებისთვის უამრავი ადამიანი მივიდა და მათ შორისაა კალაძც.
"ვერ გეტყვით, რა სტატუსით არის კახა კალაძე. აქ უამრავი ადამიანია და რა ვიცი, სტატუსით იმყოფება", - განაცხადა კობიაშვილმა.
ცნობილია, რომ კახა კალაძე და ლევან კობიაშვილი მეგობრები არიან, თუმცა პრესის საშუალებით, კალაძეს კობიაშვილისადმი მხარდაჭერა ამ დრომდე ღიად არ გამოუხატავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.