დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ტაძარში პირბადე გაიკეთონ.
მისივე თქმით, კორონავირუსის ინფექციის გავრცელების შემთხვევა უკვე არის რამდენიმე ტაძარში.
„დღეს დიდი დღესასწაულია სვეტიცხოვლობა, მოვუწოდებ ადამიანებს, ვინც დღეს ტაძრებში მიდიან, შევიდნენ პირბადით ტაძარში და ტაძარში იყვნენ პირბადით. აუცილებლად უნდა იყოს ორმეტრიანი დისტანცია დაცული. დისტანციის დაუცველობა ხელს უწყობს ინფექციის გავრცელებას. ჩვენ უკვე ვიცით, რომ რამდენიმე ტაძარში გვაქვს ინფექციის გავრცელების შემთხვევა“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.