თბილისის N156 ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე რაგბის პირველი მოედანი გაიხსნა
14-10-2020, 13:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ კიდევ ერთი პროექტი განახორციელა - ისნის რაიონში მდებარე N156 ბაგა-ბაღის ეზოში რაგბის პირველი მინი-სტადიონი მოეწყო.

 

 

ახალი სტადიონი სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ გახსნა. ღონისძიებას რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე და მაჟორიტარი დეპუტატები, ირაკლი აბუსერიძე და ლევან დავითაშვილი დაესწრნენ.  

 

 

„უმნიშვნელოვანესი პროექტი განვახორციელეთ ისნის რაიონის N156-ე ბაღში - საქართველოს მასშტაბით პირველად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ტერიტორიაზე რაგბის მინი-სტადიონი მოეწყო. ეს პროექტი გარკვეულ სიახლეებს შეიტანს მეთოდოლოგიაშიც, რადგან ჩვენ დავგეგმეთ პერსონალის გადამზადება სპორტის ამ სახეობის წესების შესახებ, რათა მათ შეძლონ სწორი ცოდნით წარმართონ სპორტული აქტივობები ბაღში და ბავშვებს რაგბი შეაყვარონ. ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, ანალოგიური პროექტი სხვა ბაღებშიც განვახორციელოთ“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

 

 

იდეის ავტორი ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი აბუსერიძეა. მან ბაგა-ბაღის აღსაზრდელები რაგბის ბურთებით დაასაჩუქრა და მათთან ერთად სპორტულ აქტივობაშიც ჩაერთო.

 

 

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი