უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მკაცრი სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება, გრძელდება წერტილოვანი შეზღუდვების გამოყენების პრაქტიკა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ლოკალურად წესდება
14-10-2020, 14:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

 

 

სხდომაზე აღინიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირების ზრდის მიუხედავად, რომელთაგან, გასული 24 საათის განმავლობაში ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, მკაცრი სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება. ვირუსთან ადაპტაციის და მართვის ეტაპზე, გრძელდება წერტილოვანი შეზღუდვების გამოყენების პრაქტიკა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ლოკალურად წესდება.

 

 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და მაქსიმალურად მოერიდონ ხალხმრავალ შეკრებებში მონაწილეობას. თბილისში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გათვალისწინებით, კვლავ აქტუალურია რეკომენდაცია ღია სივრცეებში პირბადის გამოყენების შესახებ.

 

 

რაც შეეხება კლინიკებში არსებულ მდგომარეობას, ინფიცირებულების მატება საწოლების დეფიციტს არ გამოიწვევს, რამდენადაც, დამატებითი საწოლების მობილიზაციის კუთხით ჯანდაცვის სამინისტრო მუდმივ რეჟიმში აქტიურად მუშაობს. კოვიდ-19-თან ბრძოლის პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან დამატებითი კლინიკები, საჭიროების შემთხევაში დამატებითი საწოლების მობილიზებისთვის.

 

 

საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ მართვის ეტაპზე ერთ-ერთი განსაკუთრებული როლი და ფუნქცია პირველადი ჯანდაცვის რგოლს ეკისრება, რაც გულისხმობს პაციენტების მართვას კოვიდსასტუმროებში ან ბინაზე, ოჯახის ექიმების კონსულტაციებით. სწორედ ამიტომ, ასევე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ამ რგოლის მაქსიმალურად გამართულად მუშაობას.

 

 

ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით არსებულ კლინიკებში კორონავირუსით ინფიცირებული 2200-მდე პაციენტი მკურნალობს, რომელთა მკურნალობა თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით მოქმედი კლინიკური ჯგუფის ზედამხედველობით მიმდინარეობს. რეანიმაციული საჭიროებების მქონე პაციენტების მკურნალობა კი სპეციალურად შექმნილი რეანიმატოლოგების ჯგუფის მეთვალყურეობით ხორციელდება.

 

 

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 13 521 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 7 159 პირი გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 109 ადამიანი.

 


ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5590 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში - 1393 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 836 პირი.

 

 

პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

 

 

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი