[ვიდეო] მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიზის მიმდებარე ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია
14-10-2020, 15:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამდღიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, ზემო სვანეთში, სოფელ დიზის მიმდებარე ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

 


მათი ინფორმაციით, ადგილზე ღია კერები აღარ შეინიშნება, დარჩენილია რამდენიმე მხრჩოლავი კერა, რომელთა ქრობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

 

 

 


„ხანძარი მთის ფერდზე, მიუვალ ადგილზე გაჩნდა, რის გამოც ცეცხლის ქრობაში სახანძრო ავტოტექნიკა ვერ ჩაერთო. კერებამდე მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ეკიპაჟი ფეხით მივიდა და ინდივიდუალური აღჭურვილობით აქრობს ხანძარს.

 


მესამე დღეა, ტყეში ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. მათ 80 გაფრენა განახორციელეს და ცეცხლის კერებს 160 ტონამდე წყალი დაასხეს.

 


ამ დროისთვის მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება და სალიკვიდაციო სამუშაოები“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი