კახა კალაძის კომენტარი თუ რატომ იმყოფება სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-ში
03-10-2015, 09:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე იმ მიზეზებს განმარტავს, თუ რატომ იმყოფებოდა სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-ში.

 


მისი თქმით, ის დახვდა უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტს გრიგორი სურკისს, რომელთანაც კარგი ურთიერთობა აქვს.

 

 

"მე დავხვდი გრიგორი სურკისს", ჩვენ მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს", - განაცხადა კალაძემ. რაც შეეხება ოპონენტების ბრალდებას, რომ ეს შესაძლოა იყოს ხელისუფლების მხრიდან არჩევნებში ჩარევა, კალაძემ ასე უპასუხა: "ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მე ოპონენტი არ მყავს".

 


კალაძე ასევე გამოეხმაურა გეგა გობეჯიშვილის დაკავებას. მისი თქმით, სფფ-ს დელეგატობა არ ნიშნავს, რომ დანაშაულის შემთხვევაში სამართალდამცავებმა არ უნდა დააკავონ.

 

 

"დაკავებაზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ადამიანი ვინც აშავებს, მოიხმარს ნარკოტიკს, არ ნიშნავს იმას, რომ თუ სფფ-ს დელეგატია სამართალდამცველებს არ აქვთ უფლება დააკავონ. ისინი მოიქცნენ კანონის ფარგლებში და კანონის ფარგლებშივე გათავისუფლდნენ სასამართლოს მხრიდან", - განაცხადა კალაძემ.

 

 

კალაძე ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესსაც აფასებს და მას "არანორმალურს" უწოდებს.

 

 

"ნამდვილად არანორმალურია ეს პროცესები, მაგრამ გასაგებია. ყოველთვის, როდესაც ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებს ეხება თემა, ინტერესი მაღალია", - განაცხადა კალაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი