გიორგი გახარია: სვეტიცხოვლობა სრულიად საქართველოს დღესასწაულია, რომელიც ყველას გვაერთიანებს
14-10-2020, 15:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სვეტიცხოვლობა არ არის მხოლოდ რელიგიური დღესასწაული, სვეტიცხოვლობა არის სრულიად საქართველოს დღესასწაული, სახელმწიფოებრივი დღესასწაული, რომელიც ყველას გვაერთიანებს, -  განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, სვეტიცხოველში, სადაც სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო.
 


მთავრობის მეთაურმა ტაძარში შეკრებილ მრევლს ამბიონიდან მიმართა, სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ერთიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დღეს, როდესაც ქვეყანა განსაცდელშია და ვირუსს ებრძვის.
 


„პირველ რიგში, მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს სვეტიცხოვლობა მივულოცო. სვეტიცხოვლობა არ არის მხოლოდ რელიგიური დღესასწაული. სვეტიცხოვლობა არის სრულიად საქართველოს დღესასწაული, სახელმწიფოებრივი დღესასწაული, რომელიც ყველას გვაერთიანებს. ამ ერთიანობას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს დღეს, როდესაც განსაცდელის ჟამში ვართ, როდესაც ვიბრძვით და ამ ბრძოლაში მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ერთად გავიმარჯვებთ, საქართველოს მოქალაქეები, ექიმები, ქართული ეკლესია - ყველა ერთად. ამ ერთიანობით ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ ყველაზე მძიმე მტერიც, ისეთი, როგორიც არის ვირუსი. ამ ერთიანობით ჩვენ უნდა ვიყუროთ ხვალინდელი დღისკენ და რა თქმა უნდა, ამ ერთიანობით ჩვენ ერთმანეთს უნდა მივულოცოთ სვეტიცხოვლობა. პირველ რიგში, მინდა სვეტიცხოვლობა მივულოცო უწმინდესს და მინდა კიდევ ერთხელ,  მივულოცო თითოეულ თქვენგანს. მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, წარმატებები და ქვეყნის გამთლიანება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
 


სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა. ღვთისმსახურებას საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისის მერი ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი