ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავძლიოთ ის განსაცდელი, რომელიც მოგვივლინა ჩვენ უფალმა. ის ავადმყოფობა, რომელიც მძვინვარებს, - ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სვეტიცხოველის ტაძარში ქადაგებისას.
„შემთხვევით არ არის, რომ საქარველოში იყო ჩამოტანილი წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხალენი და იგი აქ არის დაკრძალული. შემთხვევით არ არის, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ღვთისმშობლისა, საქართველოში იყო ჩამოტანილი მაცხოვრის კვართი. ეს ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ ჩვენ ბევრი მოგვეკითხება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავძლიოთ ის განსაცდელი, რომელიც მოგვივლინა ჩვენ უფალმა, ის ავადმყოფობა, რომელიც მძვინვარებს. იმედია, საქართველო, ქართველი ხალხი დაძლევს ამ განსაცდელს. მე განსაკუთრებით მივესალმები ჩვენს ხელისუფლებას და ვთხოვ, მიულოცონ მრევლს, ხალხს ეს დღესასწაული“, - განაცხადა პატრიარქმა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას” დღესასწაულს აღნიშნავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.