ლაშა დარსალია: საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით, სადემარკაციო კომისიას უნდა ეხელმძღვანელა 1938 წლის 200-ათასიანი მასშტაბის რუკით, რომლითაც საქართველო საკუთარ პოზიციებს გაიმყარებდა
14-10-2020, 19:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით, სადემარკაციო კომისიას უნდა ეხელმძღვანელა 1938 წლის 200-ათასიანი მასშტაბის რუკით, რომლითაც საქართველო საკუთარ პოზიციებს გაიმყარებდა, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.

 

 

მისი თქმით, გასული წლის ზაფხულიდან, როდესაც დემილიტაცია-დემარკაციის კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა, დაიწყო იმ დოკუმენტაციის ანალიზი, რაც დავით გარეჯთან დაკავშირებით არსებობდა.

 

 

როგორც ლაშა დარსალიამ აღნიშნა, 2019 წლამდე კომისიის უჭირდა დოკუმენტაციის მოპოვება, თუმცა მას შემდეგ, რაც ქართულმა მხარემ გარკვეული დოკუმენტაცია, მათ შორის კარტოგრაფიული მასალა მოიპოვა, დოკუმენტაცია შეისწავლეს საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, რომლებმაც მოამზადეს დასკვნა.

 

 

„ერთ-ერთი სირთულე, რაც წლების განმავლობაში კომისია ჰქონდა, იყო ის, რომ ბევრი მასალა არ იყო ხელმისაწვდომი, რომელსაც შეიძლებოდა ჩვენი არგუმენტაცია დაფუძნებოდა. ერთ-ერთი მიმართულება იყო სწორედ ამ მასალების მოძიებაზე მუშაობა და სხვადასხვა დოკუმენტაციების შეგროვება, იქნებოდა ეს რუკები, თუ სხვადასხვა პროტოკოლი, ოქმები და ა.შ. რამდენიმე თვის უკან გარკვეული მასალა დაგროვდა, მათ შორის იყო 200-ათასიანი რუკებიც, რომლებზეც ეს დღეებია, მიდის მსჯელობა. შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ მასალის ანალიზი, თუ რამდენად გამოსადეგი იქნებოდა ისინი საქართველოს პოზიციის გასამყარებლად მომავალში მოლაპარაკებათა პროცესში.

 

 

იყო მუშაობა სხვადასხვა საერთაშორისო ფირმებთან, მსოფლიოში ცნობილი ფირმა „შერმანისთ სტერლინგი“ გვეხმარებოდა ამ მიმართულებით და მასალების გარკვეული შეფასება მათაც ვთხოვეთ. დახლოებით 22 სექტემბერს მივიღეთ შუალედური დასკვნა, რამდენად გამოსადეგი იყო ეს დოკუმენტაცია საქართველოს პოზიციებისთვის და ეს იყო მთავარი არგუმენტი, რის შემდეგაც მივიღეთ გადაწყვეტილება. 24 სექტემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში იყო ჩამოსული. ამის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს მასალები გადაგვეცა აზერბაიჯანული მხარისთვის. საკმაოდ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა მოლაპარაკების პროცესმა და შევთანხმდით, რომ ქართულ-აზერბაიჯანულ კომისიას გადაეცემოდა ეს მასალები, დაიწყებდნენ შესწავლას და შემდგომ სხდომებზე, როცა ეს შეხვედრები ჩატარდებოდა, მოხდებოდა ამ მასალების განხილვა და გამოყენება კომისიის მუშაობისთვის

 

 

 

ამ შეფასებებში მკაფიოდ წერია, რომ ერთი 200-ათასიანი მასშტაბის რუკა ამყარებს საქართველოს პრეტენზიებს დავით გარეჯის მონასტრის სადავო ტერიტორიაზე საერთაშორისო სამართლის კუთხით“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი