საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, რევაზ არველაძე და მისი მხარდამჭერი დელეგატები არჩევნების ხელოვნურად ჩაშლას ცდილობენ.
"ყველა დელეგატი ადგილზეა. მაინც არ მოდიან. მათ არ უნდათ მონაწილეობის მიღება. ფაქტია, რომ უნდათ ჩაშალონ ხელოვნურად არჩევნები. ეს იყო დაგეგმილი არა დღეს, არამედ დიდი ხანია. შევთანხმდით, რომ იმ ერთი დელეგატის ნაცვლად, რომელიც აკლდათ, მოეყვანათ ვინც უნდოდა, მოიყვანეს კიდეც, მაგრამ მაინც არ გადიან რეგისტრაციას", - განაცხადა კობიაშვილმა და დაამატა, რომ ეს არის იმ ადამიანების და მთელი საქართველოს უპატივცემულობა, რომლებიც ელოდებიან ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.