მთელი რიგი კვლევები არსებობს, რომ პირბადის დახურულ და გარესივრცეებში პირბადის მანდატორულად ხმარება ინფიცირების პროგნოზულ მაჩვენებლებს ანახევრებს, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძემ საზოგადოებას ამერიკის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნულ-ნაციონალური ინსტიტუტის დირექტორის, ანტონიო ფაუჩის ხუთი მთავარი რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდა.
„მობილობის შემცირება შედეგს ყოველთვის იძლევა. ამასთან, მთელი რიგი კვლევები არსებობს, რომ დახურულ და გარესივრცეებში პირბადის მანდატორულად ხმარება ინფიცირების პროგნოზულ მაჩვენებლებს ანახევრებს. თუ დღეს გვაქვს 900 შემთხვევა, შესაძლოა, ეს მაჩვენებელი მომდევნო დღეების განმავლობაში განახევრდეს. რა თქმა უნდა, მეორე დღესვე არა, მაგრამ დაახლოებით სამი, ოთხი, ხუთი დღის, ერთი კვირის შემდეგ, თუ ყველა ჩვენგანი პირბადეს სწორად გამოვიყენებთ.
ანტონიო ფაუჩი ამერიკის მთავრობას და მთლიანად საზოგადოებას რეკომენდაციებს აძლევს. ხუთი მთავარი გზავნილი ფაუჩისგან, რომელიც პანდემიის პირობებში უნდა გავითვალისინოთ არის:
1. პირბადეების უნივერსალური ტარება, რასაც ხშირად ვიმეორებთ. დახურულ შენობებში მანდატორულად, სასურველია ღია სივრცეებშიც, როდესაც ინფექცია ფართოდ ვრცელდება და როცა დისტანციას ვერ ვიცავთ;
2. ერთმანეთთან ყოფნის დროს ფიზიკური დისტანციის მაქსიმალურად დაცვა, მეტრი, მეტრ-ნახევარი, უკეთესია ორი მეტრი იყოს;
3. დიდ თავშეყრებზე თავის არიდება, როგორიცაა, პანდემიის პერიოდში რიტუალური ღინისძიებები;
4. მცირე თავშეყრა, რაც დაშვებულია, უპირატესია გაიმართოს მხოლოდ და მხოლოდ გარეთ და არა შიგნით, ანუ დახურულ შენობებში;
5. ხშირად ხელების დაბანა.
გარწმუნებთ, ყველა ამ რეკომენდაციას და გზავნილს თუ დავიცავთ, ეს გრიპის შემთხვევებსაც კი შეამცირებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.