ანა დოლიძე საარჩევნო კამპანიის დროს თვალთვალის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
15-10-2020, 15:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დამოუკიდებელმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ანა დოლიძემ, შინაგან საქმეთა მინისტრს განცხადებით მიმართა. დოლიძის განცხადებით, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრების დროს, უცხო პირები აწარმოებენ თვალთვალს და  ფოტო/ვიდეო გადაღებას, რაც იწვევს შიშს შეკრებილ მოქალაქეებში. 

 

 

 „ჩემი კამპანიის თითოეულ შეხვედრას თან სდევს თვალთვალი და ვიდეო გადაღება. მე დღეს აქ მაქვს კონკრეტული ფაქტები, კონკრეტული ფოტოები ხალხის, ე.წ. ასინეთების, რომლებიც დაქირავებული ჰყავს გია ვოლსკის შტაბს და „ქართულ ოცნებას“. მე მოვითხოვ, რომ ადევნების მუხლით გამოვლინდნენ ამ სისტემატური თვალთვალის მონაწილეები, დაისაჯონ მათი ორგანიზატორები, მე კი დაზარალებულად მცნონ. უნდა იმუშავოს ამ ორგანომ და გამოავლინოს ყველა ის „ასინეთა“, ვინც 30 ვერცხლად ყიდის საქართველოს პოლიტიკურ მომავალს. თითოეული მათგანის დასახელებას ვაპირებ. ყველა სამეზობლომ უნდა იცოდეს, თუ ვინ მუშაობს საკუთარი თანამოქალაქეების ჩაშვებაზე,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

 

 

დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაზარალებულად ცნობას და სსკ-ის 151-ე მუხლით სს საქმის აღძვრას მოითხოვს, რაც ადევნების ნიშნით სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. 

 

 

ამასთან, ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბარში გაიხსენა წერეთლის 105-ში მომხდარი ინციდენტი, რომელზეც თბილისის პოლიციის მთავარ სამმსართველოში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. კერძოდ, მოსახლეობასთან შეხვედრისას მას და გუნდის წარმომადგენლებს  უცხო პირები თავს დაესხნენ და საარჩევნო კამპანია ჩაუშალეს. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი