ურბანული ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში, სპეციალისტებმა არა მარტო მთაწმინდის ფერდობი და მისი შემოგარენი, არამედ მთლიანად თბილისის მუნიციპალურ საზღვრებში არსებულ მცენარეთა მდგომარეობა შეისწავლეს.
ამის შესახებ პროექტის ფიტოსანიტარიული კვლევების ჯგუფის წარმომადგენელმა ირინა დანელიამ პროექტის კვლევითი ნაწილის პრეზენტაციაზე ისაუბრა.
როგორც ირინა დანელიამ განაცხადა, ჩატარდა, როგორც ფიტოპათოლოგიური, ისე სატყეო პათოლოგიური კვლევები, რომლებმაც გამოავლინა წიწვონებისეპიფიტოტია და ოცზე მეტი პათოგენური სოკოს გვარი.
„ლაბორატორიული სამუშაოები უკვე დასკვნით ფაზაშია, თუმცა წინასწარი შედეგებით დადგენილია მავნებლების ჯგუფი, რომელიც ძირითადად ფიჭვის კორომებშია გავრცელებული. სხვა წიწვოვნებში და ფოთლოვან სახეობებში განსაკუთრებით საშიში მავნებლები გამოვლენილი არ არის, ასევე, არ არის გამოვლენილი ღეროს პათოგენინემატო, სამაგიეროდ მიკრობიოლოგიური ნაწილის კვლევებით კარგად გამოჩნდა, თუ რა მძიმე სურათია რეალურად. გამოვლენილია 20-ზე მეტი პათოგენური სოკოს გვარი, მათ შორის, მინიმუმ 4 საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რადგან ისინი გარკვეულ მიკოტოქსინებს გამოიმუშავებენ და ძლიერი ალერგენები არიან“, - განაცხადა ფიტოსანიტარიული კვლევების ჯგუფის წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, ნიმუშები კანადაში, გელფის უნივერსიტეტში გადაგზავნილია. კვლევის დასრულების შემდეგ დასკვნას და რეკომენდაციებს სპეციალისტები განიხილავენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.