ძალიან სამწუხარო და ცუდია, რომ ქართული ფეხბურთის განვითარებაზე გვესაუბრებიან ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანები, - ამის შესახებ "ტელეიმედის" ეთერში ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, იგი მთელი დღის განმავლობაში სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-ში სტუმრის სტატუსით იმყოფება და საქართველოს ხელისუფლება სფფ-ის პრეზიდენტის არჩევნებში არ ერევა.
"სფფ-ს პრეზიდენტის არჩევნებში ხელისუფლება არ და ვერ ჩაერევა, ჩვენ ჩავერევით მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთის განვითარებისთვის, რადგან წარმოუდგენელია სახელმწიფოს გარეშე მოხდეს სპორტის გაძლიერება, განვითარება, იმ მდგომარეობიდან გამოყვანა რა მდგომარეობაშიც დღეს ქართული ფეხბურთი იმყოფება, სახელმწიფოს გარეშე ეს წარმოუდგენელია", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, რაც შეეხება გეგა გობეჯიშვილს, ის ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების გამო დააპატიმრეს და ძალიან სამწუხარო და ცუდია, რომ ქართული ფეხბურთის განვითარებაზე გვესაუბრებიან ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანები.
"კონკრეტულ პიროვნებას რაც შეეხება, ეს ადამიანი იყო ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 500 ლარიანი ჯარიმით გაეთავისუფლებინა. თუმცა, აქ არის მეორე, ერთ-ერთი პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომადგენლები საუბრობდნენ, რომ ისინი არ მიიღებდნენ მონაწილეობას, თუ ამ პიროვნებას არ გამოუშვებდნენ. ის დაკავებული კანდიდატი შეეძლოთ შეეცვალათ ნებისმიერი კანდიდატით და ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებულიყო პროცესი. ძალიან სამწუხარო და ცუდია, რომ ქართული ფეხბურთის განვითარებაზე გვესაუბრებიან ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანები. პირადად ჩემთვის, როგორც ყოფილი სპორტსმენისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ ცხოვრებას და სპორტულ ცხოვრებას. მიუღებელია, რომ ქართული ფეხბურთის ბედს ნარკოტიკების მომხმარებლები წყვეტდნენ", - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.