ზოოლოგიური კვლევითი ჯგუფის წევრი: გვაქვს შესაძლებლობა, რომ მთაწმინდის ფერდობზე საკმაოდ მაღალი ბიომრავალფეროვნების მქონე სარეკრეაციო ზონა გვქონდეს
15-10-2020, 21:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთაწმინდის ფერდობის ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციის შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე ეკოლოგიურად ჯანსაღი, მაღალი ბიომრავალფეროვნების მქონე სარეკრეაციო ზონა შეიქმნება, - ამის შესახებ ზოოლოგიური კვლევითი ჯგუფის წევრმა, ეკოლოგიის მაგისტრმა, ნიკოლოზ ქერდიყოშვილმა თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

 


როგორც მან აღნიშნა, ზოოლოგიურიკვლევის მიზანი აღნიშნულ საპროექტო ტერიტორიაზე, ზოოლოგიური თვალსაზრისით არსებული ბიომრავალფეროვნების შეფასება იყო.

 


„ასევე, მნიშვნელივანი იყო, მოგვეძიებინა ის სახეობები, რომელიც ამ ტერიტორიაზე ისტორიულად იყო გავრცელებული, თუმცა დღესდღეობით, გადაშენებულია. კვლევა ჩატარდა, როგორც ტრანსექტული გადაადგილების, ასევე, წერტილოვანი აღრიცხვის მეთოდით. გამოვიყენეთ ფოტოხაფანგები, რამაც საკმაოდ საინტერესო ფოტომასალა მოგვცა. აღნიშნულ ტერიტორიაზე,ჯამში, ფაუნის 300-ზე მეტი წარმომადგენელი გვხვდება, რაც მოიცავს ძუძუმწოვრებს, ფრინველებს, რეპტილიებს, ამფიბიებს და მწერებს. ამ პატარა ტერიტორიისთვის ეს მაჩვენებელისაკმაოდ მაღალია. აღნიშნულ ტერიტორიაზე გვხვდება 30 სახეობის ძუძუმწოვარი, მათ შორის, „წითელი ნუსხის“ სამი სახეობა. ფრინველების კუთხით, რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება - 110 სახეობის ფრინველი. მათ შორის, 11 არის „წითელი ნუსხით“ დაცული“, - განაცხადა ნიკოლოზ ქერდიყოშვილმა.

 


მისივე თქმით, კვლევის შედეგად, გამოვლინდა ფრინველთა ისეთი სახეობები, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ისტორიულად ბინადრობდა. კერძოდ, კაკაბი, ხოხობი და გნოლი, რომელთა აღდგენა და რეინტროდუქცია მცირე ხელშეწყობის პირობებში, შესაძლებელი იქნება.

 


„საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ გვაქვს იმის შესაძლებლობა, აღნიშნულ ტერიტორიაზე ეკოლოგიურად ჯანსაღი, საკმაოდ მაღალი ბიომრავალფეროვნების მქონე სარეკრეაციო ზონაგვქონდეს“, - აღნიშნა ნიკოლოზ ქერდიყოშვილმა.

 


მთაწმინდის პარკში დღეს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით მიმდინარე, თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

 


პროექტის მიზანია, არსებული ტერიტორიის ლანდშაფტი ოთხივე სეზონზე იყოს გათვლილი. ის ითვალისწინებს, როგორც ტურისტული, ისე სპორტული საფეხმავლო ბილიკების მოწყობას; ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის გათვალისწინებული იქნება სამთო ველოსიპედებისა და სხვა სპორტული აქტივობებისთვის გზები; მოეწყობა დასასვენებელი სივრცეები, საპიკნიკე ადგილები, სანაგვე ურნები და გარე განათების სისტემები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი