ირაკლი ღარიბაშვილი: 1996 წელს გაფორმდა შეთანხმება, რომელშიც წერია შავით თეთრზე, რომ 2 სახელმწიფოს შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციას გააგრძელებდნენ 1938 წლის რუკის მიხედვით
16-10-2020, 11:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში - „ნამდვილ რიცხვებში“ დავით გარეჯის საკითხზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქმე გვაქვს სახელმწიფოს ღალატთან.

 

 

მან მისი პრემიერ მინისტრობის პერიოდში გარეჯის პრობლემასთან დაკავშირებით მამა კირიონთან შეხვედრა გაიხსენა.

 

 

„მე ვიყავი პრემიერ-მინისტრი და, ბუნებრივია, საკითხით დაინტერესება იყო ჩემი პირდაპირი ვალდებულება. გარდა იმისა რომ მე, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს და პატრიოტს მაქვს განცდა და ემოცია დავით გარეჯის მიმართ,” - აღნიშნა მან. 

 

 

თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩატარებულ კვლევებზე, ასევე მოძიებულ რუკებზე. „ჯერ კიდევ 1938 წელს კავკასიის რესპუბლიკები შეთანხმდნენ, რომ იმ წელს გამოყენებულ რუკებს გამოიყენებდნენ საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის დროს. მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და ეს რესპუბლიკები საბჭოთა კავშირში შევიდნენ ასეთი, ასე ვთქვათ საზღვრებით. 1996 წელს, მაშინდელი პრეზიდენტების, ედუარდ შევარდნაძისა და ჰეიდარ ალიევის თაოსნობით 2 სახელმწიფოს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელშიც წერია შავით თეთრზე, რომ 2 სახელმწიფოს შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციას გააგრძელებდნენ 1938 წლის რუკის მიხედვით. 1:200 000-იანი რუკა საქართველოში ვერ მოვიძიეთ. მე მაშინ დავავალე ჩემს სამსახურებს, რომ დაიწყეთ ამ რუკის მოძიება. არქივებში არ იყო არსად. მიუხედავად იმისა, რომ დიდი რაოდენობით იყო დაბეჭდილი და არ უნდა ყოფილიყო რთული,” - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

 

დავით-გარეჯის პრობლემაზე საუბრისას, ირაკლი ღარიბაშვილმა ვრცლად ისაუბრა წინა ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივ დამოკიდებულებაზე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი