ირაკლი ღარიბაშვილი: ეს არის მოკლე რეზიუმე, იმ სტრატეგიული ობიექტების ჩამონათვალი, რომელიც უშუალოდ სააკაშვილის დავალებით გადაეცა რუსეთს
16-10-2020, 12:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო მოსახლეობას, რეალურად ვინ არის რუსული ინტერესების გამტარებელი ქვეყანაში. ხელთ მაქვს მოკლე რეზიუმე, იმ სტრატეგიული ობიექტების ჩამონათვალი, რომელიც უშუალოდ სააკაშვილის დავალებით გადაეცა რუსეთს, რუსულ სახელმწიფო კომპანიებს,“ – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ საუბრისას.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილმა სტუდიაში იმ ობიექტების ნუსხა წარმოადგინა, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში რუსულ სახელმწიფო კომპანიებს გადაეცათ. 

 

 

„მე ახლა ამ მოღალატეებს მივმართავ, მაშინ, როცა ბატონი, თქვენი ბოროტი მასხარა, გარყვნილი სააკაშვილი გადასცემდა ენგურჰესს, ჟინვალჰესს, რიონჰესს, გუმათი 1, გუმათი 2, შაორჰესს, ვარციხე, ხრამი, ეს ყველაფერი გადაეცა „რაო“-ს და რუსულ სახელმწიფო კომპანიებს, აღარ გავაგრძელებ... სად იყვნენ ეს ადამიანები?! სად იყვნენ მაშინ, როდესაც სრული მწვანე შუქი ჰქონდათ მიცემული ომამდე და ომის შემდეგ?! მაშინ, როცა აქ ამტკიცებდა, რომ პროდასავლური იყო. ეს არის რეალურად რუსული სპეცოპერაციის ნაყოფი. რეალურად, სააკაშვილი მოვიდა პრიმაკოვის გარანტიით, მისი ბიძა ცნობილია, როგორც კგბ-ს პოლკოვნიკი და იაღარის „ბარიგა“, არ მოვერიდები ამის თქმას. ეს ხალხი ებრძვის ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. არჩევანი არის ჩვენს ხალხზე. ჩვენ ან ავირჩევთ პატრიოტიზმს, ან ავირჩევთ ღალატს“, - განაცხადა მინისტრმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი