ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლას „ნიჭიერთა ათწლედში“ „ბავშვთა მუსიკალური აღზრდის ტრადიციას“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
უნიკალური ტრადიციებისა და ისტორიული წარსულის მქონე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ თითქმის საუკუნეს ითვლის. ამ სკოლაში აღიზარდნენ მუსიკოსები, რომელთაც 20-ე საუკუნის ქართული სამუსიკო ხელოვნების ისტორია შექმნეს და საკუთარი წვლილი შეიტანეს მსოფლიო საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებაში. „ნიჭიერთა ათწლედში“ კომპოზიტორთა, მუსიკოს-შემსრულებელთა, მუსიკისმცოდნეთა მრავალი თაობა აღიზარდა.
სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ თავისი გამორჩეული სწავლების მეთოდოლოგიითა და მიღწევებით ქართული კულტურისა და სახელოვნებო განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერაა. სასწავლებლის პროფესიონალ პედაგოგთა გუნდის მიერ დღემდე შემონახულია და ვითარდება სამუსიკო სწავლების ის გამორჩეული მეთოდოლოგია, რომელიც „ნიჭიერთა ათწლედის“ წინა თაობების პედაგოგებმა შექმნეს.
ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.