შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს შეხვდნენ
16-10-2020, 16:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა - კახაბერ საბანაძემ, ვლადიმერ ბორცვაძემ და ნინო ცაციაშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებთან წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

 

 

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მზაობა, უზრუნველყოს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარება. მინისტრის მოადგილეებმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოცემული ბრძანება გააცნეს.

 

 

ბრძანების მიხედვით, განახლებული რედაქციით დამტკიცდა საარჩევნო პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, რომლის შესრულებაც სავალდებულოა სამინისტროს სისტემის ყველა თანამშრომლისთვის. ინსტრუქცია სრულ შესაბამისობაშია საქართველოს საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებთან და აწესრიგებს არჩევნებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს, კერძოდ: სამინისტროს მოსამსახურეს ევალება დაიცვას პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპი, უზრუნველყოს წესრიგის დაცვა აგიტაციისა და კამპანიის დროს, ასევე, კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

 

მინისტრის მოადგილეებმა აღნიშნეს, რომ არსებული ეპიდემიური სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტთან კოორდინირებული თანამშრომლობის შედეგად, არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების ხელშეწყობისთვის, ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები შემუშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის.

 

 

მინისტრის მოადგილეებმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს წინასაარჩევნო პროცესში დაფიქსირებულ ინციდენტებსა და აღნიშნულ ინციდენტებზე სამინისტროს მხრიდან განხორციელებულ მყისიერ რეაგირებაზე მიაწოდეს ინფორმაცია და გამოთქვეს მზაობა, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს პროაქტიულად გაუზიარონ ინფორმაცია არჩევნების მიმდინარეობის დროს შესაძლო დარღვევებისა და პოლიციის მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ.

 

 

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი