ნაძალადევის რაიონში შიდაკვარტალური გზების რეაბილიტაცია გრძელდება
16-10-2020, 18:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის XI მ.რ. III კვ. N47, 48 და N49 კორპუსების მიმდებარედ გზის რეაბილიტაცია სრულდება. პროექტის ფარგლებში, სამივე კორპუსთან ასფალტის საფარი იგება, ასევე, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 2 600 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

 

 

ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

 

 

„რაიონის მასშტაბით, აქტიურად ვაგრძელებთ შიდაკვარტალური გზების მოწესრიგებას. ამ კორპუსებში პირველ ეტაპზე შევცვალეთ მოძველებული ქსელები და ამის შემდეგ დავიწყეთ საგზაო სამუშაოები. ხვალ დასრულდება ასფალტის დაგების პროცესი და 140 ოჯახი უკვე კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

 

 

სამი კორპუსის მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლისა და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან ჯამში, 172 000 ლარი გამოყო.

 

 

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი