„გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ბაღების თანამშრომლების მიერ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მხარდაჭერის გამოხატვის თაობაზე. აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზანს.
„მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ მასალაში ნაჩვენები არც ერთი პირი არ არის დასაქმებული თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში. ისინი არიან პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერები, რომელთა ნაწილი, წლების წინ, ბაღის დირექტორის თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ არაერთი ფინანსური თუ სხვა სახის დარღვევის გამო.
ნაციონალური მოძრაობისა და მისი მხარდამჭერების მიერ საბავშვო ბაღების პედაგოგების სახელით გაკეთებული განცხადება არის მიზანმიმართული პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც საბავშვო ბაღების, როგორც საგანმანათლებლო სისტემის დისკრედიტაციას და მის პოლიტიზებას ისახავს მიზნად.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თბილისის საბავშვო ბაღის ნებისმიერი თანამშრომელი თავისუფალია საკუთარ პოლიტიკურ ხედვასა და არჩევანში.
მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, რომ საბავშვო ბაღების სისტემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ მხოლოდ ქალაქის მერიის შესაბამის სამსახურებთან გადამოწმების შემდეგ“, აღნიშნულია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.