შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ვეტერანებს „ვეტერანის დღე“ მიულოცა და მათ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.
„ძვირფასო ვეტერანებო, ჩემო მეგობრებო! გილოცავთ "ვეტერანის დღეს"! თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც სხვადასხვა დროს იბრძოდით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოების, სიძლიერისა და მშვიდობისთვის. მინდა, მადლიერება და პატივისცემა გამოვხატო თქვენ მიმართ! სამარადისო ხსოვნა დაღუპულ გმირებს! გისურვებთ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას!“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა თავის მიმართვაში.
საქართველოში „ვეტერანის დღე“ 2014 წლიდან აღინიშნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.