ირაკლი ღარიბაშვილი: მთავარი მზაკვროვბა და მტრობა, რაც ჩვენ დავინახეთ, ხელმძღვანელობდნენ 70-იანი და 80-იანი წლების რუკებით, რაც პირდაპირ საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის
17-10-2020, 13:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მთავარი მზაკვრობა და მტრობა, რაც დავინახეთ, ხელმძღვანელობდნენ 70-იანი და 80-იანი წლების რუკებით, რაც პირდაპირ საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის. ქართველი არასოდეს ყოფილა ოკუპანტი და მტაცებელი. მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე ეხება ჩვენს მთავარ სიწმინდეს, მთავარ იდენტობას, მთავარ ქრისტიანობის განუყოფელ ნაწილს, ჩვენთვის ეს არის წმინდათა წმინდა“ -  განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია ქართულ არხზე გადაცემა „კიდობანში“.  

 

 

თავდაცვის მინისტრმა გაიხსენა, რომ შესაბამის სამსახურებს დაავალა დასკვნის დადება, შემდეგ კი, მან პოლიტიკა  4 წლით დატოვა. მისი ინფორმაციით, საქმის ვითარება შემდეგ პრემიერებსაც გააცნეს.

 

 

„მინდია ჯანელიძეს ჰქონდა საუბარი, შემდეგ მამა კირიონს ჰქონდა საუბარი ორივე პრემიერ მინისტრთან, ვინც ჩემს შემდეგ იყვნენ. მამუკა ბახტაძის მიერ კომისიის შემადგენლობა შეიცვალა, ბაბაქიარის მწვერვალი, რომელიც მანამდე იყო ჩვენი სარგებლობის ქვეშ, დე ფაქტოდ ჩვენი კონტროლის ქვეშ იყო, მიადგნენ თუ არა ბაბაქიარის მთას, უცებ იგნორი გაუკეთეს 70-80 იანი წლების რუკას, რომლებიც საიდან მოიტანეს გაუგებარი იყო. არავითარი კითხვა არ არსებობს, უმარტივესი საქმეა. გააჩინეს 38 წლის რუკა, რომლის მიხედვითაც ბაბაქიარის მწვერვალი აღმოჩნდა და ასეც არის - აზერბაიჯანის მხარეს შეუთანხმეს,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

„მოადგნენ დავით გარეჯის კომპლექსს. ორივე მხრიდან, ჩიჩხიტურის მხრიდან და უდაბნოს მხრიდან პირდაპირ თხემზე, ქედზე ატარებენ საზღვარს, მაშინ როცა 38 წლის რუკის მიხედვით რომ ეხელმძღვანელათ, საზღვარი ჩვენს შორის გადიოდა დაახლოებით ქედიდან 500 მეტრით ქვევით. ამაზე მეტი სიცხადე და ამაზე დიდი არგუმენტი, გნებავთ მტკიცებულება, რა უნდა იყოს,“ - აღნიშნა მან. 

 

 

მინისტრის თქმით, ის ადამიანები, რომლებიც გამოკვეთა პროკურატურამ პირველ ეტაპზე, არიან ჩვეულებრივი შემსრულებლები და ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ გადაწყვეტილება პოლიტიკურ დონეზე ხდება:

 

 

„ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც არის ტერიტორიების დემარკაცია-დელიმიტაცია მეზობელ ქვეყანასთან და ტერიტორიების შეთანხმება ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი არ არსებობს... გუშინ გამოვიდა მათი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაშაკიძე და პირდაპირ დაადასტურა, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. მეორე ნოღაიდელის გადაწყვეტილება მოვისმინეთ, რომელიც პრემიერ მინისტრი იყო და თქვა, რომ ეს იყო სააკაშვილის დონეზე მიღებული გადაწყვეტილება და დასკვნაა. დავით გარეჯის ეს მონაკვეთის, კომპლექსის ნაწილი მათი შეთანხმებით აღმოჩნდა აზერბაიჯანის მხარეს. კიდევ ერთი მტკიცებულება რაც ჩვენ მოვისმინეთ ნინო კალანდაძისგან, ისიც ამბობს, რომ ეს ადგილი აზერბაიჯანის მხარესაა,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია ქართულ არხზე გადაცემა „კიდობანში“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი