ირაკლი ღარიბაშვილი - საქმე ეხება უსერიოზულეს დანაშაულს, სავარაუდოდ სახელმწიფო ღალატს, ტერიტორიების გადაცემის მცდელობას
17-10-2020, 13:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენი მიწა-წყალი რომელიც ჩვენმა წინაპრებმა შემოინახეს და მოგვიტანეს, ამის ბედის განკარგვა ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა ხელისუფლებისთვის. ამ პასუხისმგებლობას თუ ვერ აცნობიერებენ, ეს დიდი დანაშაულია, ეს არის ღალატი. არ ვიცი რა მოტივაცია ჰქონოდა გამოძიებას. ჩვენ გავიგეთ, რომ საქმე ეხება უსერიოზულეს დანაშაულს, სავარაუდოდ სახელმწიფო ღალატს, ტერიტორიების გადაცემის მცდელობას. ვიცით, თუ როგორ ბინძურ ძალასთან გვაქვს საქმე, ანტიეროვნულ, ყველაფრის მკადრებელ, კრიმინალურ, მკვლელების ძალასთან“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია ქართულ არხზე გადაცემა „კიდობანში“. 

 

 

მინისტრის თქმით, დაუჯერებელია, რომ სააკაშვილის გარეშე გადაწყვეტილიყო ეს საკითხი.

 

 

„სააკაშვილმა თავად თქვა, რომ დამაბრალებენ 80 მილიონი დოლარის აღებასო. საიდან მოიტანა ეს ციფრი, რატომ?! ჩვენ ასეთ სისულელეს ხომ არ ვიტყვით, არა?! „ქურდს კუდი ეწვოდაო“. რატომ პანიკობენ რა ხდება?!“- აღნიშნა მინისტრმა.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, როცა ის პოლიტიკაში დაბრუნდა მამა კირიონის ნახვის შემდეგ საქმის კურსში აყენებს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მისი ჩართულობით ეს საკითხი ბოლომდე იქნა მიყვანილი.

 

„აპრილის თვეში მივიღეთ რუკების პირველი პარტია, მეორე ივლისის ბოლოს. დაახლოებით 11 – 12 დღე დაგვჭირდა იმისთვის, რომ ეს კიდევ ერთხელ გაგვეანალიზებინა და თავდაცვის სამინისტროს დასკვნა წარგვედგინა მთავარი პროკურორისთვის. ეს მოხდა 17 აგვისტოს. რა შუაშია ან ის კონფლიქტი, რომელიც რეგიონში გრძელდება?“- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია ქართულ არხზე გადაცემა „კიდობანში“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი