„კარტოგრაფების საქმე კი არა, ეს არის სახელმწიფოს ღალატის საქმე. ეს არის დავით გარეჯის საკითხი,“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართულ არხზე“ გადაცემაში „კიდობანი“.
მან კომისიის მუშაობის სპეციფიკასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა:
„უწყებათაშორისი სახელმწიფო კომისია, რომელიც მეორე სახელმწიფოს კომისიასთან მუშაობს და აწარმოებს მოლაპარაკებებს იქმნება უმაღლესი ხელისუფალის მიერ. იმ შემთხვევაში იყო პრეზიდენტის მიერ შექმნილი, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს, სააკაშვილმა შემდეგ განაახლა... კომისიამ შეათანხმა დაახლოებით 66% შეუთანხმებელი საზღვრის. მას შემდეგ, რაც 100% იქნება შეთანხმებული საზღვრების, ამის შემდეგ მიდის მთავრობაში, პრეზიდენტი აწერს ხელს და უგზავნის პარლამენტს, რომ მოახდინოს რატიფიცირება. მიდის აქ ხმაური, კომისიამ რა შეათანხმა, არაფერი შეთანხმებული არ არის... ეს არის ტყუილი, რადგან კომისიამ შეათანხმა, ვისთან? მეორე მხარესთან - აზერბაიჯანთან, ხელმოწერებით. ეს მოგონილი ხომ არ არის? აქედან გამომდინარე, ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ ტყუილ-მართალი აურიონ, მცდარი დისკურსი შემოიტანონ საზოგადოებაში, ხალხი დააბნიონ, რომ რა რუკები, კარტოგრაფების საქმე. კარტოგრაფების საქმე კი არა, ეს არის სახელმწიფოს ღალატის საქმე. ეს არის დავით გარეჯის საკითხი,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.