კორონავირუსით ინფიცირებული 70-ზე მეტი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ.
მისი თქმით, გარდაცვლილებიდან ორი თბილისში, ორი კი ბათუმში მკურნალობდა.
„კრიტიკული პაციენტია 70-ზე მეტი. ჩვენ ცენტრში ამჟამად არის 64 კოვიდინფიცირებული, მათ შორის ინტენსიური თერაპიის განყოფილებასა და რეანიმაციაში იმყოფება ექვსი პაციენტი, ოთხი არის სიპაპრეჟიმზე. უმეტესობის ზოგადი მდგომარეობა გახლავთ საშუალოზე მძიმე და მძიმე“, – განაცხადა ენდელაძემ.
საქართველოში დღეს კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.