თენგიზ ცერცვაძე: საკოორდინაციო საბჭო ქვეყნის ჩაკეტვის გადაწყვეტილებას მაშინ მიიღებს, როცა შემთხვებები იმდენად მოიმატებს, რომ ვერ შევძლებთ მის ადეკვატურ მართვას
17-10-2020, 19:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო ქვეყნის ჩაკეტვისა და მკაცრი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილებას მაშინ მიიღებს, როცა ჯანდაცვის სექტორი ვეღარ შეძლებს კორონავირუსით ინფიცირებულების ადეკვატურ მართვას. აღნიშნულის შესახებ მან საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

 

 

მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის არ არის შემთხვევები, რომ ჰოსპიტალიზაციის გარეშე დარჩეს ის, ვისაც ეს სჭირდება.

 

 

„ამის ინდიკატორი იქნება ის, როცა შემთხვებები იმდენად მოიმატებს, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ მის ადეკვატურ მართვას, ანუ, როდესაც ექიმების ტესტირების რესურსი და ჰოსპიტალური სექტორის რესურსი არ ეყოფა ამას. ეს იქნება 1 500-ზე, 2 000-ზე, თუ 3 000-ზე, წინასწარ ამის თქმა შეუძლებელია. ახლა ყოფნის, 3 000-ზე მეტი საწოლია მობილიზებული. ვერ გეტყვით, რომ ახლა საწოლები თავზე გადაგვდის და ცარიელია, მაგრამ პრაქტიკულად, არ არის შემთხვევები, როდესაც ჰოსპიტალიზაციის გარეშე რჩებოდეს ის, ვისაც ეს სჭირდება. ასეთი შემთხვევები იყო ერთეული, რომ რამდენიმე საათით დაიგვიანა ჰოსპიტალიზაციამ ან, შეიძლება, მაქსიმუმ ერთი დღით. ეს ნიშნავს, რომ აბსოლუტურად კონტროლქვეშ არის ყველაფერი და ქვეყანა თავს ართმევს ამ მართვას“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი